ძალოსნობის ფედერაციას 4 წლით კახი კახიაშვილი უხელმძღვანელებს
21 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა, სადაც ძირითადი საკითხი პრეზიდენტის არჩევნები იყო.
საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კახი კახიაშვილი მონაწილეობდა, რომელიც ძალოსნობის ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ყრილობას მოწვეული 49 დელეგატიდან ხმის უფლების მქონე 46 დელეგატი დაესწრო, რომლებმაც ღია კენჭისყრაზე ერთხმად დუჭირეს მხარი კახიაშვილის კანდიდატურას და მოქმედი პრეზიდენტი მომდევნო 4-წლიანი ვადით აირჩიეს.
საანგარიშო ყრილობაზე გასული წლების შესახებ ანგარიში ფედერაციის გენერალურმა მდივანმარამაზ გურგენიძემ წარმოადგინა, განვლილი შედეგების შესახებ იმსჯელა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ, რომელმაც ძირითადი ყურადღება 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ დიდ წარმატებაზე – ლაშა ტალახაძის ჩემპიონობასა და ირაკლი თურმანიძის ბრინჯაოს მედალზე, ასევე ახალგაზრდა თაობის წარმატებებზე გაამახვილა.
ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა პაატა ხიზანიშვილმა, მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი თამაზ ბაქანიძე დაინიშა. გენერალური მდივნის პოსტზე ძალოსნობის ფედერაციაში კვლავ რამაზ გურგენიძე გაგარძელებს საქმიანობას, აღმასრულებელი კომიტეტი კი 13-კაციანი შემადგენლობით განისაზღვრა.
სამინისტროს პრესსამსახური