ანანიძის მიერ გატანილი ბურთი ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა
რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში “ორენბურგის” კარში ჯანო ანანიძის მიერ გატანილი ბურთი ტურის საუკეთესო გოლად დაასახელეს (3:1). ორივე წამყვანი რუსული სპორტული გამოცემის – “სოვეტსკი სპორტისა” და “სპორტ-ექსპრესის” თანახმად, მე-7 ტურში საუკეთესო გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.
“სოვეტსკი სპორტის” გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის ტარდება და აქ ჩვენებურმა ხმათა 65,4 პროცენტი მოაგროვა. “სპორტ-ექსპრესმა” კი ტურის საუკეთესო გოლი გამოცემის ჟურნალისტების გამოკითხვით აირჩია. “სპორტ-ექსპრესის” ხუთიდან ოთხმა ჟურნალისტმა საუკეთესოდ სწორედ ანანიძის გოლი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯანო ანანიძემ ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
მოსკოვის “სპარტაკი” სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს.