მოურინიოს ოცნებები: პორტუგალიელს “რეალის” სუპერვარსკვლავის შეძენა სურს!
ჟოზე მოურინიოს “მანჩსესტერს” დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ახალ სეზონში გუნდმა უკვე არც თუ ისე ცოტა იზარალა უკანა ხაზის შეცდომების გამო.
The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მისი დაცვის მომავალ ბურჯად, არც მეტი, არც ნაკლები, მადრიდის “რეალის” კაპიტანს, სერხიო რამოსს მიიჩნევს. როგორც ირკვევა, მოურინიომ უკვე აცნობა მისი სურვილის შესახებ “მანჩესტერის” ხელმძღვანელობას; სავარაუდოდ, “წითელი ეშმაკები” 42 მილიონ ფუნტს ჩამოვლენ 30 წლის ფეხბურთელში.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით სერხიო რამოსმა ისაუბრა: “მართალი რომ გითხრათ, ინგლისური კლუბისგან ადრეც იყო წინადადება. დავფიქრდი და მივხვდი, რომ “რეალში” დარჩენა სჯობდა. ეს გუნდი ჩემი პრიორიტეტია. “ბლანკოსში” ადრე მცირე არეულობები იყო, თუმცა ახლა ყველაფერი საუკეთესოდაა,” – განაცხადა “ფურია როხას” კაპიტანმა.