ვლადიმირ ვაისმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 6 ოქტომბერს ქართველი ფეხბურთელები დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდებიან. 9 ოქტომბერს კი, ეროვნული გუნდი კარდიფში, უელსის წინააღმდეგ ითამაშებს. ვლადიმირ ვაისმა უახლოესი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული, 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს ჯაბა კანკავა და ლევან ყენია ვერ დაეხმარებიან.
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი)
საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს, დუბლინში შეიკრიბება. შეხვედრა ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22.45 წუთზე დაიწყება. 9 ოქტომბერს კარდიფში უელსისა და საქართველოს შეხვედრა 20 საათზე შედგება.
GFF.GE