უმაღლესი ლიგა – მეშვიდე ტური
24-25 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართება.
თბილისი ეროვნული პირველობის ყველაზე პრინციპულ მატჩს უმასპინძლებს. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის ძალიან საინტერესო და დაძაბულია. მიმდინარე ჩემპიონატში დინამოელებს 9 ქულა აქვთ და თეთრ ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, ქუთაისელებს კი, 5 ქულა აქვთ და მეხუთეზე არიან.
საინტერესო მატჩი გაიმართება ფოთშიც. ადგილობრივი „კოლხეთი“ საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ მიიღებს. სატურნირნო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა. ფოთელები 9 ქულით მესამე პოზიციაზე არიან, გორელები კი, 6 ქულით მეხუთეზე.
უმაღლესი ლიგის დარჩენილ შეხვედრებში „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს უმასპინძლებს, „ცხინვალი“ „ჩიხურას“, „შუქურა“ „ლოკომიტივს“, წითელი ჯგუფის ლიდერი, „სამტრედია“ კი, „ზუგდიდს“.
საბურთალო – დინამო ბთ
თბილისი, „მიხეილ მესხი“, 18:00
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. თოდრია, პ. მაჭარაძე
დინამო თბ – ტორპედო
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ა. კოკაია, გ. ვარდიძე, დ. სანოძე, შ. ქუხილავა
დისკვალიფიკაცია: ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)
ცხინვალი – ჩიხურა
თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო, 16:30
მსაჯები: ჯ. ხორავა, დ. გაბისონია, ზ. ბერულავა, ბ. ნინუა
დისკვალიფიკაცია: გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა (ორივე ჩიხურა)
შუქურა – ლოკომოტივი
ქობულეთი, „ჩელე არენა“, 16:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი
სამტრედია – ზუგდიდი
სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“, 16:30
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ი. უკლება, ს. სპიცინი, ბ. გლუშჩუკი
დისკვალიფიკაცია: გიორგი მჭედლიშვილი (სამტრედია)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია