“სამტრედიამ” “ზუგდიდს” მოუგო, “დილამ” – “კოლხეთს”
დღეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.
“სამტრედია” – “ზუგდიდი”
სამტრედიაში ადგილობრივმა გუნდმა “ზუგდიდი” მიიღო. თამაში მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე შერგელაშვილმა “სამტრედია” დააწინაურა. საბოლოოდ, ეს გამარჯვების გოლი აღმოჩნდა და იმერულმა კლუბმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
“კოლხეთი” – “დილა”
ფოთში “კოლხელთი” გორულ “დილას” დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. მთელი მატჩის მანძილზე გუნდებმა მრავალი კარგი მომენტი შექმნეს. ერთადერთი გოლი სტუმართა ლეგიონერმა, კოფიმ 34-ე წუთზე შეაგდო.
მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გასულა მეორე ნახევარში, ამ 45 წუთს არ აკლდა სახიფათო შეტევები და, მეტიც, ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევებიც.
შეხვედრის კულმინაცია იყო, როცა მსაჯმა მეორე ტაიმს ხუთი წუთი დაამატა, რომლის დროსაც მუჯრიშვილმა “დილას” კარში დანიშნული პენალტი მოიგერია და მის გუნდს სამი ქულა შეუნარჩუნა.
საბოლოოდ, მატჩი 0-1 დასრულდა.