WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (309766) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ვაკო გვილია: “დღევანდელი გოლი მამას მივუძღვენი!”

თარიღი: სექტემბერი 25, 2016

დღეს ბელარუსის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ბორისოვის “ბატე” ნოვოპოლოცკის “ნაფტანს” დაუპირისპირდა და მეტოქე 4-1 გაანადგურა. მე-9-ზე როდიონოვმა გახსნა ანგარიში. მეორე გოლი გამარჯვებულთა მხრიდან მე-19 წუთზე ქართველმა ლეგიონერმა, ვაკო გვილიამ გაიტანა. პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა – როდიონოვმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში 61-ე წუთზე ტეპლოვმა ერთი ბურთი გაქვითა. 90-ე წუთზე კი გორდეიჩუკმა ისევ სამამდე გაზარდა “ბატეს” უპირატესობა და მატჩს წერტილი დაუსვა.

შეხვედრის შემდეგ 22 წლის ახალგაზრდა ქართველმა ჟურნალისტებთან საინტერესოდ ისაუბრა.

“წელს “ბატეს” ნოვოპოლოცკელებთან  გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. მწვრთნელებმა შეხვედრის წინ განსაკუთრებული მობილიზება გაგვიკეთეს, რათა ამჯერად სასურველ შედეგს მიგვეღწია. საბედნიეროდ, უსიამოვნო სერია შეწყდა და “ნაფტანი” დავამარცხეთ.”

“ამ მატჩის წარმატების საიდუმლო ის იყო, რომ პირველივე წუთიდან აქტიურად დავიწყეთ თამაში. ვცდილობდით, თავიდანვე აგრესიულად და სწრაფად გვეთამაშა. ამან შედეგი გამოიღო და სწრაფი გოლიც გავიტანეთ. ზოგადად, პირველი ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ.”

“დღეს ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებული დღე იყო. მამა იუბილარია და ისინი ბელარუსში ჩამოვიდნენ, რათა ჩემთვის ტრიბუნებიდან ეცქირათ. გოლი გავიტანე და იგი იუბილარ მამას მივუძღვენი! ორმაგად გახარებული ვარ!”

“რომ შემცვალეს? არანაირი პრობლემა ჯანმრთელობაზე! მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიიღო, რომ მე დამესვენა და ჰლებს მისცემოდა დრო. “ბატეში” ძალაინ ბევრი კარგი მოთამაშეა და ყველას სჭირდება პრაქტიკა,” – განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა.

 



მსგავსი სიახლეები