ლეგიონი: ვაკო გვილიამ ბელარუსის ჩემპიონატში კვლავ გაიტანა (ვიდეო)
დღეს ბელარუსის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში ბორისოვის “ბატე” ნოვოპოლოცკის “ნაფტანს” დაუპირისპირდა და მეტოქე 4-1 გაანადგურა.
მე-9 წუთზე როდიონოვმა გახსნა ანგარიში. მეორე გოლი გამარჯვებულთა მხრიდან მე-19 წუთზე ქართველმა ლეგიონერმა, ვაკო გვილიამ გაიტანა. პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა – როდიონოვმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში 61-ე წუთზე ტეპლოვმა ერთი ბურთი გაქვითა. 90-ე წუთზე კი გორდეიჩუკმა ისევ სამამდე გაზარდა “ბატეს” უპირატესობა და მატჩს წერტილი დაუსვა.