პიკეს კარიერის დასრულება MLS-ში სურს
“ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
“წავიკითხე, რომ მაყურებელთა დასწრების მხრივ მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე MLS გახლავთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ფეხბურთით.
ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის დასრულება “ბარსელონაში” მსურდა, მაგრამ ბუცების ლურსმანზე დაკიდვამდე არც MLS-ში გადაბარგება იქნებოდა ცუდი ვარიანტი”, – ციტირებს პიკეს სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.