ცნობილი მწვრთნელები და მათი აკრძალვები
ხშირად ცნობილ მწვრთნელებს ახირებები ახასიათებთ, ისინი თავიანდ გუნდებში ფეხბურთელებს სხვადასხვა საკვების მიღებას ან ნივთის ტარებას უკრძალავენ.
სერ ალექს ფერგიუსონი – ფერადი ბუცები
2010 წელს, სერ ალექს ფერგიუოსნმა გადაწყვიტა, რომ პირველ გუნდში გადასვლამდე, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა ფეხბურთელს შავი ბუცი უნდა ცმოდა.
დევიდ მოიესი – კარტოფილის ჩიფსები
“მანჩესტერ იუანიტედში” გატარებული დროის განმავლობაში დევიდ მოიესმა საკმაოდ საინტერესო წესი დაამკვიდრა. გუნდის ფეხბურთელებს მატჩისწინა ღამეს კარტოფილის ჩიფსები არ უნდა ეჭამათ. ამ გადაწყვეტილებით “იუნაიტედის” მოთამაშეთა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა. მაგალითად, რიო ფერდინანდმა მას “არაპროფესიონალური” გადაწვყეტილება უწოდა.
არსენ ვენგერი – “მარსი”
90-იან წლებში არსენ ვენგერმა თავის ფეხბურთელებს შოკოლადი “მარსის” ჭამა აუკრძალა. ასევე, მისი დამსახურებაა, რომ გუნდში მატჩის წინ ლუდს აღარ მიირთმევდნენ და არც სიგარეტს ეწეოდნენ.
რაიმონ დომენიკი – მორიელი
ცნობილია, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რაიმონ დომენიკი ასტროლოგიით იყო გატაცებული. მისი აზრით, ფეხბურთელს, რომელიც ზოდიაქოთი მორიელი იყო გუნდში უარყოფითი მუხტი შეჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დომენიკმა რობერ პირესი ნაკრებიდან სწორედ ამიტომ გაუშვა.
ნილ ლენონი – ვარჯიში ქუდების გარეშე
“ფეხბურთელებმა ქუდების გარეშე უნდა ივარჯიშონ, რადგან ისინი მატჩებს მათ გარეშე ატარებენ”, – განაცხადა ლენონმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ამრიგად, “ბოლტონის” ფეხბურთელებს მისთვის დაჯერება მოუწიათ.
პაოლო დი კანიო – ის, რაც მას სურს
პაოლო დი კანიომ “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ ხუთი თვე გაატარა. გთავაზობთ იმის ჩამონათვალს, რაც ამ დროის მანძილზე მან თავის გუნდში აკრძალა: კეტჩუპი, ყავა, მაიონეზი, გაზიანი სასმელი, ყინული, მობილური, ხუმრობა და სიმღერა შხაპის მიღების დროს.