Daily Telegraph: ინგლისური ფეხბურთის ასოციაციაში არსენ ვენგერის კანდიდატურასაც განიხილავენ
Daily Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ინგლისური ფეხბურთის ფედერაცია არსენ ვენგერისა და “არსენალის” დაცილებას აპირებს.
როგორც იცით, ინგლისის ნაკრების აწ უკვე ყოფილი თავკაცი, სემ ალარდაისი დაკავებული პოსტიდან დღეს, მას შემდეგ გადააყენეს, რაც ის უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებისას გამოიჭირეს, რაც მას აკრძალული ჰქონდა.
ბრიტანული მედია კი ირწმუნება, რომ “მეთოფეთა” ფრანგი თავკაცი, რომელიც უკვე მეოცე წელია, რაც ლონდონურ გრანდს წვრთნის, საკმაოდ ახლოსაა “სამი ლომის” ჩაბარებასთან.
გეტყვით იმასაც, რომ ვენგერს “არსენალთან” არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. კლუბის ხელმძღვანელი, სტან კროენკე კი ამ დრომდე ამაოდ ცდილობს მისი სერვისის გახანგრძლივებას.