საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა
6 ოქტომბერს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა ქალაქ ლე ავრში გაიმართება. ამხანაგური მატჩისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი, თბილისი), ბექა ქურდაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო, თბილისი), ირაკლი კომახიძე (შუქურა, ქობულეთი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო, თბილისი), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო, ქუთაისი), გიორგი თევზაძე (დინამო, თბილისი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო, თბილისი), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), აკაკი შულაია (მერანი, მარტვილი)
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო, თბილისი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო, თბილისი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ზარია (დინამო, თბილისი), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი, თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო, ქუთაისი), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).
სფფ-ის პრესსამსახური