ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პარტერი გაუქმდა
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ბერძნულ-რომაული ჭიდაობის წესებში ცვლილება შეიტანა, 2015 წლის აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით დღეიდან იძლურებით პარტერში მოწინააღმდეგის დაყენება გაუქმებულია, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების შემდეგ შევიდა, მანადე კი აღნიშნული წესის ცვლილება 18 თვის მანძილზე მოქმედებდა ჭაბუკთა, ახალგაზრდების და 23-წლამდელთა შორის შეჯიბრებებზე და უნდა ითქვას საკმაოდ წარმატებითაც, მომრავლდა გდებების შესრულება დგომიდან რამაც ჭიდაობა უფრო სანახაობრივი გახადა რისი დასტურიც არის ფრანგულ მაკონში გამართული უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის სადაც საქართველოს ნაკრებმა მორიგი ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა, ქართველმა ფალავნებმა კი ულამაზესი გდებების კორიანტელი შემოგვთავაზეს, შესაბამისად აღნიშნული წესი დღეიდან უფროსებს შორისაც შევიდა ძალაში.
იძულებით (პასიურობისათვის) პარტერში დაყენება გაუქმებულია.
1. პირველი პასიურობისათვის ეძლევა სიტყვიერი შემჩნევა
2. მეორედ პასიურობისათვის რეფერი აძლევს პირველ გაფრთხილებას
3. მესამედ პასიურობისათვის რეფერი აძლევს მეორე გაფრთხილებას და 1 ტექნიკური ქულა მოწინააღმდეგეს ეძლევა.
4. მეოთხე და მომდევნო პასიურობებისათვის მოწინააღმდეგეს ეძლევა თითო ქულა. (ძველი წესებით მეოთხე გაფრთხილებაზე სპორტსმენი იხსნებოდა შეხვედრიდან)
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია