თრილერი სან სიროზე – “მილანმა” “სასუოლო” დაამარცხა (ვიდეო)
2 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო.
შეხვედრაში პირველი გოლი მე-9 წუთზე “როსონერის” შემტევმა ნახევარმცველმა, ჯაკომო ბონავენტურამ გახსნა, თუმცა ერთ წუთში სტუმრებმა პოლიტანოს გოლით ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ნახევრის დაწყებიდან 12 წუთის ფარგლებში “სასუოლომ” “შავ-წითლებს” კიდევ ორი გოლი გაუტანა – თავი ჯერ აჩერბიმ გამოიჩინა, შემდეგ კი პელეგრინიმ.
მიუხედავად იმისა, რომ “მილანი” ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, მონტელას გუნდმა თამაშის ბედი შემოატრიალა. 69-ე წუთზე კარლოს ბაკამ პენალტი ზუსტად შეასრულა, რასაც მასპინძელთა 18 წლის ფეხბურთელის, ლოკატელის გოლი მოჰყვა – ანგარიში კი გათანაბრდა (3:3). ლოკატელის გოლის შემდეგ ოთხ წუთში პალეტამ სტუმართა კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – “როსონერიმ” “სასუოლო” 4:3 დაამარცხა.
“მილანი” – “სასუოლო” 4:3
გოლები: ბონავენტურა 9′, ბაკა 69′, ლოკატელი 73′, პალეტა 77′ – პოლიტანო 10′, აჩერბი 54′, პელეგრინი 56′.
გაფრთხილება: მონტოლივო 51′ – აჯაპონგი 23′, ანტეი 68′, პელეგრინი 75′, პოლიტანო 91′, ბიონდინი 93′.
“მილანი”: დონარუმა, აბატე, დე შილიო, პალეტა, გომესი, მონტოლივო (ლოკატელი 60′), ბონავენტურა, კუცკა, ლუის ადრიანო (ნიანგი 46′), ბაკა (პოლი 83′), სუსო.
“სასუოლო”: კონსილი, აჩერბი, ანტეი, ლეტშერი, ლიროლა, აჯაპონგი (რიკი 78′), მანიანელი, მაციტელი (ბიონდინი 68′), პელეგრინი (იემელო 82′), დეფრელი, პოლიტანო.