მამუკა გორგოძის ლელო “მონპელიესთან” შეხვედრაში (ვიდეო)
2 ოქტომბერს, საფრანგეთის TOP 14-ის მე-7 ტურში ჩილაჩავასა და გორგოძის “ტულონმა” საკუთარ მოედანზე მიქაუტაძის, მამუკაშვილის, ნარიაშვილისა და ქუბრიაშვილის “მონპელიე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 28:6 დაამარცხა.
“ტულონის” ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი იყო, გორგოძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჩილაჩავა 50-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება “მონპელიეს”, მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, დარჩენილი სამი ქართველისათვის კი მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. თუმცა, შეხვედრის მეორე ნახევარში ისინი თამაშში ჩაერთვნენ.
აღსანიშნავია, რომ მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთმაშე მამუკა გორგოძე გახლდათ. 32 წლის ქართველმა 33-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ “გორგოძილამ” ლელო გასულ ტურშიც დადო – მან საკუთარი გუნდი “კლერმონთან” მარცხისაგან იხსნა.
იხილეთ ვიდეო: