ისკო: “ბედნიერი ვარ, ლოპოტეგიმ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი რომ მომცა”
მადრიდის “რეალის” ესპანელმა ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა კმაყოფილება გამოთქვა ნაკრებში გამოძახებისთვის და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ეცდება გაცემული ავანსების გამართლებას.
“ყველას უყვარს საკუთარი ნაკრების მაისურის მორგება.
ძალიან ბედნიერი ვარ, მწვრთნელმა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი რომ მომცა, მას ჩემი სჯერა.
ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იულენმა იცის, რისი გაკეთებაც შემიძლია მოედანზე. ფაქტი, რომ საკლუბო დონეზე მცირე სათამაშო დროს მაძლევენ ჩემს მოტივაციას მხოლოდ და მხოლოდ ზრდის.” – განაცხადა მან.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ისკომ ესპანეთის ნაკრებში 14 მატჩის ჩატარება მოახერხა და ერთი გოლიც ჩაიწერა აქტივში (ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში).