საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება

თარიღი: ოქტომბერი 5, 2016

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, რომ ის ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ადამიანმა ქართველი მოჭიდავე გააკრიტიკა, შემდეგ განმარტება თავად ხინჩეგაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი არ არის.

გუშინ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

“პოლიტიკური მიზნებისთვის ცალკეული სპორტული ფედერაციებისა და მოქმედი წარმატებული სპორტსმენების გამოყენების მანკიერმა პრაქტიკამ თავის დროზე სერიოზულად დააზარალა ქართული სპორტი.

ოთხი წლის წინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სათავეში ახალი გუნდის მოსვლის დღიდანვე ჩვენ კატეგორიულად გავემიჯნეთ სპორტში დამკვიდრებულ მიუღებელ ვითარებას, როცა პოლიტიკური ჯგუფები თუ სხვა არაუფლებამოსილი პირები უხეშად ერეოდნენ სპორტული ორგანიზაციების საქმიანობაში.
მკაცრად იქნა დაგმობილი ამ ორი წლის წინ ზოგიერთი წამყვანი ფედერაციიის გარშემო შექმნილი არაჯანსაღი ატმოსფერო და საარჩევნო პროცესში პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი – მოქმედი სპორტსმენების, ქვეყნის ნაკრები გუნდების წევრების ჩართვის ღია მცდელობა.

ჩვენ ასევე რეკომენდაცია მივეცით სპორტულ ფედერაციებს და სპორტსმენებს, მოერიდონ პოლიტიკურ პროცესებში დაუფიქრებელ და ნაჩქარევ ჩართვას, რათა, როგორც ეს ადრე არაერთხელ მომხდარა, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ არც საკუთარი თავი და არც მთელი ქართული სპორტი, არ გახდნენ პოლიტიკური სპეკულაციების უნებლიე მსხვერპლნი.

იმედი გვქონდა, რომ მიმდინარე საპარლამენტო საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური ძალები მოერიდებოდნენ მერკანტელური მიზნებისთვის სპორტის გამოყენებას და გაუფრთხილდებოდნენ ჩვენი სახელოვანი ჩემპიონების იმიჯს.

სამწუხაროდ, პატიოსანი თამაშის ეს წესი დაარღვია სწორედ იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც თავის დროზე ხელს უწყობდა და ამკვიდრებდა სპორტში უცერემონიო, ზოგიერთ შემთხვევაში კი – ძალისმიერი ჩარევის პრაქტიკას.

როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო-კადრებით ირკვევა, ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეხვდა ჩვენს სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს.

ასევე ირკვევა, რომ ეს არ მომხდარა თავად სპორტსმენის ინიციატივით და სურვილით.

ამგვარი “მასპინძლობა” ქართული სპორტის გულშემატკივართა მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღქმულ იქნა, როგორც მოქმედი წარმატებული სპორტსმენის საარჩევნო ბატალიებში ჩართვის უხეში მცდელობა, რასაც მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მათ შორის – ვლადიმერ ხინჩაგაშვილის მისამართით.

სეოკ-ი სინანულს გამოთქვამს მომხდარის გამო და მოუწოდებს სპორტის ქომაგებს, ჩვენს საზოგადოებას თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან, გაუფრთხილდნენ დიდი სპორტსმენის ღირსებას, რომელმაც რიო დე ჟანეიროში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით უსაზღვრო სიხარული მოუტანა თითოეულ ჩვენგანს.”



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა