ლოვრენი: “კლოპი მხოლოდ კარგი მწვრთნელი არ არის – ის კარგი კაცია”
“ლივერპულის” ხორვატმა მცველმა, დეიან ლოვრენმა იურგენ კლოპზე ისაუბრა და საინტერესო ამბავი გაიხსენა. მისი თქმით, კლოპი კარგი მწვრთნელის გარდა, კარგი ადამიანიცაა.
“იურგენი პერფექციონისტია, ამიტომ მისი სურვილია, რომ ყველა ფეხბურთელი ასეთი იყოს. ვარჯიშის დროსაც, 100 პროცენტით უნდა დაიხარჯო. კლოპი ძალიან ემოციური ადამიანია, რაც მატჩის მიმდინარეობისას, ნებისმიერ ეპიზოდში დასტურდება. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, ის მხოლოდ კარგი მწვრთნელი არ არის – ის კარგი კაცია.
არასოდეს დამავიწყდება ის ამბავი, როცა მან რამდენიმე დღით გამათავისუფლა. მაშინ თებერვალი იყო და ჩემი ქალიშვილი ავად გახდა, რის გამოც ოპერაცია ესაჭიროებოდა. კლოპმა მითხრა: “წადი ხორვატიაში, იყავი შენს ქალიშვილთან ერთად.” ამ მომენტში მისი პიროვნული თვისებები კიდევ უფრო კარგად დავინახე, ეს ფეხბურთელისათვის დიდ რამეს ნიშნავს”, – უთხრა ლოვრენმა Daily Express-ს.