ლევან გაბრიჩიძემ თბილისის “დინამო” დატოვა
თბილისის “დინამო” სპორტულმა დირექტორმა, ლევან გაბრიჩიძემ დატოვა. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ირკვევა, რომ მან და პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.
“დინამო თბილისი სპორტულმა დირექტორმა ლევან გაბრიჩიძემ დატოვა. ეს გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და თავად ლევან გაბრიჩიძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს, მიზეზი გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ლევან გაბრიჩიძე რჩება დინამოს ერთგულ გულშემატკივრად და მომავალშიც გააგრძელებს კლუბთან თანამშრომლობას. ამ ეტაპზე, რომან ფიფიას მრჩევლად მუშაობას აგრძელებს ლევან სალუქვაძე. სპორტული დირექტორის საპუსიხისმგებლო პოზიციაზე კი კანდიდატურის შერჩევას კლუბის ხელმძღვანელობა არ იჩქარებს,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გაბრიჩიძე “დინამოში” დაახლოებით ერთი თვის წინ მივიდა.