საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
6 ოქტომბერს რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
თავისი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა, რომელშიც იგი ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
პირველი ტაიმი მთლიანად ქართველების უპირატესობით წარიმართა. ჩვენმა ბიჭებმა რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს მეტოქის კართან, თუმცა ანგარიში ვერ გახსნეს.
მეორე ნახევარში ირლანდიელები გონს მოეგნენ, გამოცოცხლდნენ და მატჩის სადავეები ხელთ იგდეს. 56-ე წუთზე ირლანდიელთა მარჯვენა მცველი, კოულმენი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, გასცდა ნავალოვსკის, საჯარიმოში შევიდა და მახვილი კუთხიდან შეძლო გოლის გატანა.
ამის შემდეგ ქართველები მინიმუმ ქული აღებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და ჩვენი ნაკრები ირლანდიასთან ზედიზედ მერვედ დამარცხდა.
ამ წარუმატებელი დაპირისპირების შემდეგ საქართველოს 0 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება.