U19 საქართველო — U19 სერბეთი: მატჩის წინ
7 ოქტომბერს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სერბეთის 19-წლამდე ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ ივარჯიშა.
ჯვაროსნებმა ოპტიმალური შემადგენლობით ივარჯიშეს. გუნდს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დააკლდება, ტრავმის გამო უახლოეს ამხანაგურ შეხვედრებში ნაკრებს გიორგი კუცია ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ბალკანელებთან პირველი ამხანაგური მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება, მეორე კი, 10 ოქტომბერს. ორივე შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ ჩატარდება და 16:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, მოახლოებული ამხანაგური მატჩებისა და გუნდის მზადების შესახებ, მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა მცირე კომენტარი გააკეთა:
„დავიწყებ იმით, რომ მზადებამ კარგად ჩაიარა. სამწუხაროდ, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გიორგი კუცია გამოგვაკლდა და მან უკვე დატოვა შეკრება. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ჩვეულად ვემზადებით მატჩებისთვის.
მეტოქეზე შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერი გუნდია. ამის შესახებ მოთამაშეებთანაც ვისაუბრეთ და ამის მიხედვით ვიმუშავეთ იმაზე, თუ რა უნდა დავუპირისპიროთ მათ.“
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო, თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა სანიკიძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო, თბილისი), ლუკა ფიფია (ლოკომოტივი,თბილისი), ომარ ბულუხაძე (საბურთალო, თბილისი), ნიკა ყურშავიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო, თბილისი)
ნახევარმცველები: ლუკა ფოჩხუა (დინამო, თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო, თბილისი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა კვანტალიანი (დინამო, ბათუმი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი, თბილისი)
თავდამსხმელები: გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი), გიორგი გოგილაშვილი (დინამო, თბილისი)