გიორგი აბურჯანია სეგუნდა დივიზიონის საუკეთესო ლეგიონერია?
ლა ლიგის მესვეურთა მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ დაჯილდოებაში მონაწილეობა შესაძლოა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი აბურჯანიამაც მიიღოს, რომელიც გასულ სეზონში ესპანურ “ხიმნასტიკში” გამოიდოდა.
საქმე იმაშია, რომ ლა ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტარდება გამოკითხვა, რომლის მიზანიც 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ლეგიონერის არჩევაა. კანდიდატთა შორის კი ჩვენი თანამემამულე, გიორგი აბურჯანიაცაა.
ქართველი ფეხბურთელების კონკურენტები გახლავთ: შიმანოვსკი (“ლეგანესი”), დაისუკე სუზუკი (“ნასტიკი”), რაზაკ ბრიმაჰი (“კორდობა”), დარვინ მაჩისი, მამადუ კონე, ლაგო ჟუინიორი და დანი ჰერნანდესი.
გიორგი აბურჯანიასთვის ხმის მისაცემად გადადით ამ ლინკზე – გამოკითხვა