WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (310993) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ტიმ ვიზე, ერიკ კანტონა და სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც ბედი სხვა სპორტშიც მოსინჯეს

თარიღი: ოქტომბერი 8, 2016

სანამ გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ტიმ ვიზე ნოემბერში გასამართი სადებიუტო ორთაბრძოლისათვის ემზადება, ჩვენ იმ ფეხბურთელების სიას შემოგთავაზებთ, რომლებმაც ბედი სპორტის სხვა სახეობებშიც მოსინჯეს …


ერიკ კანტონა (პლაჟის ფეხბურთი) | “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ ბურთის გარეშე დიდი ხანი ვერ გაძლო და საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ ის საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა პლაჟის ფეხბურთში. ცოტა ხნის შემდეგ, მან გუნდის გაწვრთნა ითავა და ფრანგებს მსოფლიო ჩემპიონობაც მოუტანა 2005 წელს.


კნუტ ანდერსი (ველოსპორტი) | კნუტ ანდერსმა კარიერის უდიდესი ნაწილი შვედურ “მიოლდეში” გაატარა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ფეხბურთზე უკეთ ველორბოლა გამოსდიოდა და კარიერა დაასრულა. და მართლაც, მისი ალტერეგო უფრო წარმატებული აღმოჩნდა – მან ორჯერ წარადგინა ნორვეგიის ნაკრები ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე და ნაციონალური ჩემპიონიც გახდა 2005 წელს.


ადამ გემილი (მძლეოსნობა) | ადამი ბავშვობაში “ჩელსის” მიერ იქნა აღმოჩენილი. მან ორი წელი ითამაშა “დაგენჰემისა” და “რედბრიჯის” მაისურებით, რის შემდეგაც არაპროფესიონალური დონის კლუბ “თუროკში” გადაბარგდა, სანამ 2012 წელს მძლეოსნობაში სცდიდა ბედს. 21 წლის სპორტსმენმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა – 200 მეტრიანსა და 4×100მ გარბენებში პირველი ადგილის დაკავებისათვის.


ბიშენტე ლისარასუ (ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ) | მსოფლიო ჩემპიონატის, ევროპის პირველობის, უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ბუნდესლიგის 5 ტიტულის მოგების შემდეგ, ბიშენტე ლისარასუ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუზე გადაერთო. მის პირველ ევროპის ჩემპიონატზე (2009) ლისარასუმ ლურჯი ქამარი მოიპოვა, მიუხედავად ნერვიულობისა – “როდესაც მივედი, მხოლოდ გადაპარსულ თავებსა და მკვლელის სახეებს ვხედავდი და გავიფიქრე – ო, ჯანდაბა!”


დანიელე მასარო (რალი) | იტალიური “მილანის” ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელმაც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა კარიერის დასრულებამდე, რალის ჩემპიონატზე გადაერთო. 98-99 წლებში ის “ოპელის” გუნდში ირიცხებოდა.


სანტიაგო კანისარესი (რალი) | “ვალენსიასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე, რომელსაც საკმაოდ დიდ პატივს სცემდნენ, “მესტალიის” დატოვების შემდეგ რალის ჩემპიონატზე გადაერთო. ესპანეთის რალის ჩემპიონატზე კანისარესი “სუზუკის” გუნდის სახელით ასპარეზობდა.


ბრიუს არენა (ლაკროსი) | ამერიკელმა სპეციალისტმა, ბრიუს არენამ, რომელიც ერთ დროს აშშ-ს ეროვნულ ნაკრებსაც ედგა სათავეში, მას შემდეგ რაც მეკარის კარიერა დაასრულა, კარიერა ლაკროსში გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ არენა ლაკროსის 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.



მსგავსი სიახლეები