აგუერო: “გვარდიოლას არგენტინის ნაკრების ჩაბარება სურდა”
“მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, სერხიო აგუერომ პრესას ძალზედ საინტერესო ინფორმაცია გაუმჟღავნა, რომლის თანახმადაც, პეპ გვარდიოლას არგენტინის ეროვნული ნაკრების ჩაბარება სურდა.
“პეპი გასაოცარი პიროვნებაა. ბუნებრივია, რომ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის გააკეთა “ბაიერნში”, რაც გააკეთა და ყველაფერი მოიგო. მარტივად რომ ვთქვათ, ის უბრალოდ ჩემპიონია.
თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ მას ნაკრების მთავარ მწვრთნელობასთანაც აკავშირებდნენ. ამასთან დაკავშირებით, მან მე მითხრა: “თქვენ უბრალოდ არ შემეხმიანეთ, მე დიდი სიამოვნებით ჩაგიდგებოდით სათავეში”. – განაცხადა კუნ აგუერომ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ედგარ ბაუსაა დანიშნული, რომელმაც ბოლო ორი მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა (პერუსთან და ბოლო ადგილოსან ვენესუელასთან).