გვილია ბელარუსის ჩემპიონია!
დღეს ბელარუსის პრემიერ ლიგის 25-ე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში მიკაშევიჩის “გრანიტი” ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა. სწორედ ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ნახევარმცველი, ვაკო გვილია. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ნიკოლაი სიგნევიჩმა გაიტანა. საგულისხმოა, რომ საგოლე კომბინაცია სწორედ გვილიამ წამოიწყო.
ამ გამარჯვებით “ბატემ” მის უშუალო მეტოქეს, “შახტარს” 18 ქულით გაასწრო და 5 ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა!
ცნობისთვის გეტყვით, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.