უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფი: “კოლხეთმა” და “სამტრედიამ” სტუმრად მოიგეს
დღეს უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართა.
“დინამო” (ბთ) – “კოლხეთი”
ბათუმის “დინამომ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა ფოთური კლუბის ფეხბურთელმა, ვოლოდიმირ კორობკამ მოახერხა.
საბოლოოდ, მეგრელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
გამარჯვების შემდეგ “კოლხეთს” 15 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. რაც შეეხება “დინამოს”, იგი 13 ქულით მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.
“სიონი” – “სამტრედია”
ჯგუფის ლიდერი, “სამტრედია” სტუმრად “სიონს” დაუპირისპირდა შეხვედრა იმერლების უპირატესობით წარიმართა. სწორედ მათ 35-ე წუთზე გახსნეს ანგარიში – ეს რაჟამაშვილმა მოახერხა.
მეორე ნახევარში 69-ეზე ზივზივაძემ, მე-80-ზე არაბულმა ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ “სამტრედიამ”, ანგარიშით, 3-0 მოიგო.
იმერლები 18 ქულით პირველ ადგილზე არიან, ხოლო “სიონი” 5 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.