სტეკელენბურგმა “სიტისთან” მატჩში ორი პენალტი აიღო (ვიდეო)
ლივერპულური “ევერტონის” ჰოლანდიელი მეკარე, მარტინ სტეკელენბურგი დღევანდელ მატჩში მართლაც რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგა – ამ უკანასკნელმა ერთ მატჩში ზედიზედ ორი პენალტის მოგერიება მოახერხა.
პირველად სტეკელენბურგმა თავი მატჩის 43-ე წუთზე მოახერხა, როდესაც დავიდ სილვას მიერ მოპოვებული პენალტი კევინ დე ბრუინმა შეასრულა. თუმცა, მარტინმა ბელგიელის დარტყმული მარტივად მოიგერია.
მეორე შემთხვევაში კი ჰოლანდიელმა კარის დარაჯმა ისევ მოახერხა იაგიელკას შეცდომის გამოსწორება. ამ შემთხვევაში მარტინმა პენალტი სერხიო კუნ აგუეროს გაუტანა.
ასე რომ, სტეკელენბურგი რიგით მერვე მეკარე გახდა ინგლისური პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში ორი პენალტის აღება მოახერხა.
2 – Maarten Stekelenburg has saved two penalties against Man City; the eighth occasion a GK has done so in a single PL game. Specialist.
— OptaJoe (@OptaJoe) October 15, 2016