პრემიერ ლიგა: სტეკელენბურგმა “მანჩესტერ სიტის” ქულა გამოგლიჯა (ვიდეო)
ახლახან დასრულდა დღევანდელი დღის ცენტრალური მატჩი პრემიერ ლიგაში, რომელსაც “ეტიჰედ სტედიუმმა” უმასპინძლა. ამ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა “მანჩესტერ სიტისა” და “ევერტონს” შორის გამართული საკმაოდ საინტერესო მატჩი იხილა, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა.
მატჩის პირველ ნახევარში მასპინძლები ტოტალურ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა საბოლოო მომენტში ზუსტი პასის გაკეთება ვერ ხერხდებოდა. მატჩის 43-ე წუთზე სილვას აქტიურობას პენალტი მოჰყვა, რომელიც კევინ დე ბრუინს მარტინ სტეკელენბურგმა აუღო. მატჩის პირველი ნახევარი ფრედ, 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმიც მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა მატჩის 64-ე წუთზე ლუკაკუმ მეტოქეთა შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 70-ე წუთზე ჰოლანდიელმა მეკარემ იაგიელკას შეცდომა ისევ გამოასწორა და აგუეროს აუღო პენალტი, თუმცა ორიოდე წუთში ნოლიტოს აუღებელ დარტყმასთან ვერაფერი გააწყო.
შედეგად, ორივე გუნდმა თითო ქულა მიიღო მატჩისაგან, რაც რონალდ კუმანის გუნდს უფრო აწყობდა, რომელიც ამ დროისთვის 15 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, “სიტი” კი 19 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს “არსენალთან”.