ჭანტურია: “მაურო იკარდის ვესაუბრები ხოლმე”
ეკატერინბურგის “ურალის” ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ჭანტურიამ თავისი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კარიერის განვლილ წლებზე და საქართველოზე ისაუბრა.
ჟურნალისტმა ჭანტურიას ერთ-ერთი კითხვა ყოფილ თანაგუნდელებზე დაუსვა, რომლებიც გიორგისთან ერთად “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდნენ.
– ახლა, თუ გაქვთ იმ ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობა, რომლებიც თავის დროზე, შენთან ერთად “ბარსელონაში” ვარჯიშობდნენ?
– ყოველდღიური ურთიერთობა არავისთან მაქვს, მაგრამ მაური იკარდის ვესაუბრები ხოლმე – ის ახლა “ინტერის” ფეხბურთელია. ასევე, ურთიერთობას ვინარჩუნებ რაფინიასთან და სერხი რობერტოსთან. როცა ესპანეთის ნაკრებს ვეთამაშეთ, ბარტრასთანაც ვისაუბრე.
იხილეთ ინტერვიუ – გიორგი ჭანტურია: “მესი ფეხბურთის მეფეა, მე კი ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვარ”