კიტეიშვილი: “მოხარული ვარ, რომ გუნდს ასე გამოვადექი”
დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “დინამო არენაზე” ადგილობრივი “დინამო” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და, ანგარიშით, 3-1 იმარჯვა. სამივე გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.
Fanebi.Com-ი ახალგაზრდა მოთამაშეს დაუკავშირდა და მისგან ინტერვიუ აიღო.
“ჩემპიონატში ბოლო დროს სათანადოდ ვერ ვთამაშობთ. ამიტომ, ყიფიანის თასზე წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. საბოლოოდ, მიზანს მივაღწიეთ და ეს ძალიან სასიხარულოა.”
“სამივე გოლი მე გავიატანე და ძალიან მიხარია, ასე რომ გამოვადექი ჩემს გუნდს!” – განაცხადა კიტეიშვილმა.