ბუფონი: “გავხდები თუ არა მწვრთნელი?”
ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ გამოცემა – Corriere della Sera-სთან ისაუბრა და განცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ნაკრების მწვრთნელობაზე დათანხმდებოდა.
“უკვე 32 წელია ფეხბურთი ჩემი სამყაროა. ბედნიერი ვარ, რომ ყოველთვის მაღალი დონის გუნდებში მიწევდა თამაში და დიდ გამოცდილებას ვიღებდი.”
“მოედანი საოცარი რამაა. სწორედ იქ მომხდარი მოვლენებიდან მოდის ემოციები, რომელიც შენ ცხოვრებას გიხანგრძლივებს. სწორედ ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში მწვრთნელობას მივყო ხელი.”
“გეტყვით, რომ გუნდის თავკაცობა არ მიზიდავს. ამ დროს ძალიან ხშირად გიწევს მოედანზე ყოფნა. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი, რომელიმე ნაკრების მწვრთნელი. თუ ასე იქნება, ყველა მატჩის დროს წინა თამაშიდან მონატრებულ ემოციებს მივიღებ და უფრო სიანტერესოს გავხდი ჩემს ცხოვრებას,” – განაცხადა ჯიჯიმ.