მოურინიო: “იმედია, “ჩელსიში” აღარასდროს დავბრუნდები”
ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში ლონდონის “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს. ჟოზე მოურინიო ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება, დამდეგ შეხვედრამდე კი იმედს გამოთქვამს, რომ ლონდონურ კლუბში აღარასდროს დაბრუნდება.
“იმედია, “ჩელსიში” აღარასდროს დავბრუნდები. მინდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” მრავალი წლის განმავლობაში ვიმუშაო. ეს ნიშნავს იმას, რომ პრემიერლიგაში ახალი კლუბის ძებნას არ ვაპირებ. ამიტომაც გამოვთქვამ იმედს, რომ იქ აღარ დავბრუნდები.
არა მგონია, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” ქომაგებმა ცუდად მიმიღონ. ჩვენ ერთად ბევრი კარგი და ისტორიული მომენტი გამოვიარეთ. სტადიონზე ისინი ყოველთვის მიმღეროდნენ, თუმცა ახლა მათი მწვრთნელი აღარ ვარ და მათ რეაქციაზე არ ვიდარდებ”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
“ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნატედს” შორის შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.