რაულმა ოქროს ბურთისთვის ბრძოლის 3 ფავორიტი დაასახელა
მადრიდის “რეალის” ესპანელმა ლეგენდამ, რაულმა 2016 წლის ოქროს ბურთის გათამაშებაზე საუბრისას ის 3 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებენ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს.
“ვფიქრობ წელს ოქროს ბურთს კრიშტიან რონალდუ მოიგებს. ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2016-ის მოგებამ ეს წელი კრიშტიანუსი გახადა.
სავარაუდოდ სამეულში კრიშტიან რონალდუსთან ერთად ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანიც შევლენ. მათი ტრიო ნამდვილად კარგი სანახავი იქნება.
მას დიდებული ხასიათი გააჩნია, მას წარმატება სწყურია. რონალდუ ყველაზე მეტად საკუთარ თავს აკრიტიკებს. მას ყოველთვის საუკეთესო უნდა, ის ძალიან მომთხოვნია. ასე რომ, რონალდუ ამ პრიზს ნამდვილად იმსახურებს.”