“ჩიხურა” “ტორპედოსთან” გასამართ საშინაო მატჩს გორში ჩაატარებს
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საჩხერის “ჩიხურა” უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას საკუთარი მოედნის ნაცვლად, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა საჩხერული კლუბის პრეს-სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ “ივანწმინდა არენა” სფფ-ს წარმომადგენლებმა შეამოწმეს და მისი საფარი მეტად არასახარბიელო მდგომარეობაშია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ იმერული დერბი გორში გაიმართოს. ეს მატჩი 29 ოქტომბერს, ხუთ საათზე ჩატარდება.
გეტყვით, რომ “ტორპედოსთან” დუელში გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანია საჩხერლებისთვის. ისინი პირველ ადგილზე არიან და მდევარ “დინამოს” მთელი 6 ქულით უსწრებენ. ჩემპიონატის დასრულებამდე ორივე კლუბს მხოლოდ 3 მატჩი დარჩათ. შესაბამისად, თუ “ჩიხურა” “ტორპედოს” დაამარცხებს, ის ძალიან დიდი ნაბიჯს გადადგამს ჯგუფში საბოლოო პირველი საფეხურის დაკავებისკენ.