მოურინიომ “მანჩესტერ იუანიტედის” ფანებს მოუბოდიშა
23 ოქტომბერს, პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ლონდონში, “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა და მეტოქეს, ანგარიშით, 4-0 სძლია.
ამასთან დაკავშრებით წითელი ეშმაკების მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მარცხის გამო გულშემატკივრებს მოუბოდიშა.
“როგორც გუნდის თავკაცმა, მინდა, მსოფლიოს მასშტაბით “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. “ჩელსისთან” დაფიქსირებული 4-0 ჩემი გუნდის იმიჯს არ შეეფერება! ეს არის ის შედეგი, რომელმაც საშინლად მაგრძნობინა თავი და მინდა, “წითელი ეშმაკების” ყველა ფანს ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ კვირას ჩატარებული შეხვედრის გამო.”
“სტემფორდ ბრიჯზე” ჩვენი მხარდამჭერები შესანიშნავად გვგულშემატკივრობდნენ. არ შემიძლია დავასახელო სხვა ისეთი ფანები, რომლებიც თავიანთ გუნდს მაშინ უმღერიან მთელი 90 წუთი, როცა გამანადგურებელი ანგარიშით აგებენ. კიდევ ერთხელ, ბოდიში!” – განაცხადა პორტუგალიელმა.