გვარდიოლა: “არ ვიცი, რატომ ვერ ვახერხებთ მოგებას ამდენ ხანს”
გუშინ ინგლსისი ლიგის თასის შეხვედრები გაიმართა. “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საგულსიხმოა, რომ ეს წაგება გვარდიოლას გუნდისთვის ზედიზედ მეექვსე ვერმოგებული მატჩი იყო. ეს ანტირეკორდია კატალონიელი სპეციალისტისთვის.
პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლომდე ვერ ხვდება, რატომ ვერ ახერხებს იგი ამდენ ხანს გამარჯვებას.
“ზოგჯერ ფეხბურთში ხდება ხოლმე, როცა მწვრთნელები დიდ ხანს ვერ იგებენ. ასეთი ხანგრძლივი წარუმატებელი სერია ჩემთვის პირველია, თუმცა არაუშავს. ვიმედოვნებ, ეს მომავალში აღარ განმეორდება. მაგრამ გეტყვით, რომ ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია: ხან წააგებ, ხან მოიგებ.”
“ჩვენ წარმატებული შედეგებიც გვაქვს. ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა მიყოლებით 10 მატჩს იგებ. ამ წარმატებასაც ანალიზი სჭირდება, თუ რის ხარჯზე მოახერხე ეს; ისევე, როგორც საჭიროა გააცნობიერო ის ფაქტორები, რომლებმაც შენი წარუმატებლობა გამოიწვია. მართალი გითხრათ, ჯერ ვერ ვხდები რატომ მოხდა ასე. უკვე მერვე წელია მწვრთნელი ვარ და აქამდე ასეთი რამ არ დამმართნია.”
“მომდევნო შაბათს კიდევ ახალი შანსი გვაქვს და ვეცდებით ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოვიყენოთ!” – განაცხადა გვარდიოლამ.