ფერგიუსონი: “პრემიერ ლიგის ფავორიტები სწორედ ისინი არიან”
პრემიერ ლიგამ უკვე ორ თვეზე მეტია სტარტი აიღო და 9 ტურის შემდეგ გუნდებს შორის ბრძოლა საკმაოდ საინტერესო და დაძაბულია.
“მანჩეტსერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ყოფილმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ჟურნალისტებტან ისაუბრა და წლევანდელ სეზონში ინგლისის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.
“ძნელია, ივარაუდო ვინ მოიგებს წელს პრემიერ ლიგას, თუმცა, ჩემი აზრით, ტიტულის მოპოვების ხუთი გამოკვეთილი კანდიდატი არესებობს. მთავრი ფავორიტი “მანჩესტერ სიტია”, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს პეპ გვარდიოლას სახით. ასევე, დავასახელებ “ტოტენჰემსა” და “ლივერპულს”.”
“მიმაჩნია, რომ “მანჩესტერ იუანიტედიც” ამ ხუთეულშია. მიუხედავად იმისა, მათ სეზონის სტარტზე უკვე 6-8 ქულა დაკარგეს მიყოლებით, დიდი შანსია სეზონის მიმდინარეობისას ცხრილის ზედა ნაწილში აღზევდნენ და ტიტულისთვის იბრძოლონ. მით უმეტეს, ჟოზე მოურინიოს მთავარი კონკურენტი, პეპ გვარდიოლა სწორედ მისი გუნდის მოსისხლე მტრის თავკაცია.”
“და… არც “არსენალი “უნდა დაგვავწყდეს. ჩემი აზრით, მას ყველაზე აგრესიული და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მაგალითად, მოხიბლული ვარ ახალგაზრდა ტალანტით, ალექს აივობით,” – განაცხადა ფერგიუსონმა.