ჯანო ანანიძემ “სპარტაკთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოსკოვის “სპარტაკის” ქართველმა ლეგიონერმა, ჯანო ანანიძემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 24 წლის სპორტსმენი რუსულ კლუბში 2021 წლის 31 აგვისტომდე დარჩება.
გეტყვით, რომ ჯანო “სპარტაკში” 2007 წელს მივიდა. მას 2008 წელს ახალგაზრდულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მისცეს. ერთ წელში კი ანანიძე მთავარ გუნდში გადავიდა. 2009 წლის 15 ივლისს რუსეთის თასის მატჩზე ქართველმა “კრასნოდარს” გოლი გაუტანა და ამით იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც “სპარტაკის” მაისურით გოლი გაუტანია. ამ წლის პირველ აგვისტოს ჯანოს უკვე რუსეთის პრემიერ ლიგაში ჰქონდა დებიუტი “ყუბანის” წინააღმდეგ.
საბოლოო ჯამში, 24 წლის ფეხბურთელმა მოსკოვურ გუნდში 111 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.
მას საქართველოს ნაკრებში 32 მაქტჩში აქვს მონაწილეობა მიღებული; ეროვნულ ნაკრებში ანანიძის ანგარიშზე 4 გოლია.