სპორტული გამოცემების ელექტრონულ არქივზე მუშაობა იწყება (ვიდეო)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად კიდევ ერთ პროექტზე დაიწყო მუშაობა.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სპორტული გამოცემების ელექტრონული არქივი, რომელიც განთავსდება სამინისტროსა და ბიბლიოთეკის ოფიციალურ გვერდებზე და ხელმისაწვდომი იქნება როგორც სპორტული ჟურნალისტებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
პროექტის საწყის ეტაპზე ელექტრონულ არქივში განთავსდება უახლესი გამოცემები, მოგვიანებით კი არქივში შევა ბიბლიოთეკაში დაცული, ყველაზე ძველი ჟურნალ-გაზეთები.
ამასთან დაკავშირებით, ახალ სპორტის სასახლეში 28 ოქტომბერს, სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს გრძელვადიან თანამშრომლობას და ძალაში შედის ხელის მოწერის დღიდან.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური