მილტონ ჰეიგი: “სწორედ მაშინ გვჭირდება ქომაგების ღრიალი და გვერდში დგომა…”

თარიღი: ოქტომბერი 28, 2016

წლევანდელ ნოემბრის ტესტებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 12 ნოემბერს ბორჯღალოსნები იაპონიას ერკინებიან, ხოლო 19 ნოემბერს სამოას. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.

26 ნოემბერს კი ჩენი ნაკრები წლის ბოლო საშემოდგომო ტესტის გასამართად ქილმარნოქში, 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად შოტლანდიას ერკინება.

როგორც ადრე გაცნობეთ სამწვრთნელო შტაბი და ბორჯღალოსნები წლევანდელი ნოემბრის ტესტებისთვის ოკეანეთის წარმატებული ტურნეს შემდეგ ემზადებიან, როგორც მაშინ მილტონ ჰეიგმა განაცხადა, მიღებული შედეგებისა და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მსოფლიო რეიტინგში დაკავებული მე-11 ადგილის შემდეგ, აღებული ტემპი არის შესანარჩუნებელი და სწორე დაგეგმარებისა და მუშაობის შემთხვევაში 10-ეულში შესვლა რეალურია.

ვიდრე 7 ნოემბერს ოფიციალური სანაკრებო ფანჯარა გაიხსნება მსოფლიოში და საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებისთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება, ლეგიონერი და საქართველოში მოასპარეზე ბორჯღალოსნები სამ დღიან შეკრებას ტულუზაში გამართავენ. ტულუზაში ჰეიგის განკარგულებაშუ 37 მორაგბე იქნება, საიდანაც 30 უკვე თბილისურ შეკრებას შეუდგება.

გთავაზობთ მილტონ ჰეიგის ინტერვიუს მომავალი ტესტების, რაზმისა და შეკრების შესახებ:


10-ეულში შესვლის პერსპექტივა…

ახლა შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული ინვისი გვქონდა. მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ორი ტესტი მოვიგეთ, რაც თავიდანვე ჩვენ გეგმას წარმოადგენდა. რაღათქმაუნდა სამოასთან ფრეც კარგ შედეგად ითვლება. ამ შედეგებმა კარგ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. თუ არ ვცდები 0,25 ან 0,32 ქულით გვისწრებს ფიჯი, რომელიც მე-10 ადგილზეა. რეალობა კი ისაა, რომ ფიჯისთვის კიდევ 5 ქულის სხვაობით, რომ მოგვეგო, ახლა უკვე მეათეზე ვიქნებოდით. მიუხედავად ამისა, მიღწეული ნამდვილად გვაკმაყოფილებს და ახლა, იმ შემთხვევაში თუ ნოემბრის ტესტებს წარმატებით ჩავამთავრებთ, უკვე ათეულში შესვლის ისტორიული შესაძლებლობა გვეძლევა. ლოგიკურად წელს უნდა გადავინაცვლოთ ტოპ 10-ში.

რათქმაუნდა ეს ჩვენ მოტივაციას გვმატებს და ამ შესაძლებლობას გუნდი და სამწვრთნელო შტაბი ვიაზრებთ. ამის შესახებ „ფრანგ“ ბორჯღალოსნებსაც ვესაუბრე, როდესაც წინა კვირას ლეგიონერების სანახავად საფრანგეთში ვიყავი და მერწმუნეთ, ყველა მოტივირებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველამ ჩვენი საქმე უნდა შევასრულოთ და კარგად მოვემზადოთ. ყოველ მიზეზგარეშე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შინ პირველ ორ ტესტში იაპონიისა და სამაოს წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო თამაში ვითამაშოთ.

ლეგიონერების მონახულება

წინა თვეს საფრანგეთსა და ინგლისში ლეგიონერებს ვესტუმრეთ. მათი უმეტესობა მარტის შემდეგ არ გვინახავს. მე ბიჭებს გავუზიარე ჩემი მოსაზრებები იმაზე თუ როგორ თამაშობენ თავიანთ კლუბებში და მივუთითე იმ კომპონენტებზე რაზეც სამუშაო აქვთ. ასევე ხაზი გავუსვი მათი თამაშის კარგ მხარეებს, რომლებსაც ისინი კლუბებში ავლენენ. ზოგიერთი საფრანგეთში მართლაც საუკეთესოდ ირჯება. თუმცა სტუმრობის მიზანს ჩემი მხრიდან იმ მონახაზის მიცემა წარმოადგენდა, თუ რის ნახვას მოველით მწვრთნელები მათგან როდესაც მომდევნო კვირას ტულუზაში, ხოლო 7 ნოემბრიდან თბილისში, შევიკრიბებით. ჩვენ მიზანს ვუსახავთ ბიჭებს, რომ იაპონიას, სამოას და შოტლანდიას მაგრა ეთამაშონ და იმისათვის, რომ სამივე ტესტი მოვიგოთ ისინი საუკეთესო ფორმაში უნდა იყვნენ. ამიტომ შეხვედრებზე ბიჭებს ვუთხარი გაეაზრებინათ თუ რა მსურს მე მათგან შეკრებაზე, რომ ვნახო. მსგავსი ვიზიტები ძალიან კარგია. ლეგიონერებისთვისაც სასიამოვნოა, როდესაც მთავარი მწვრთნელი მათი თამაშის სანახავად დიდი გზას გადის და დროს არ იშურებს.

შინაურ შეკრებამდე 3 დღე ტულუზაში

მსოფლიო რაგბის მე-9 დებულების თანახმად, იფიციალურ სანაკრებო ფანჯარამდე სამ დღიანი შეკრების ჩატარების უფლება გვეძლევა. ეს სამწვრთნელო შტაბისა და მორაგბეებისთვის თავმოყრის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმაოდგენს, რათა ერთად დიდი შეკრებისთვის მოვემზადოთ და ჩვენი დაცვისა და შეტევის სისტემები გავიაროთ. ამ დროს მწვრთნელები გამოვხატავთ ჩვენს მოლოდინს და როგორც ჯგუფი, მოთამაშეებთან ერთად დავსახავთ მიზნებს და მოვემზადებით მთავარი შეკრებისთვის, რომელიც 7 ნოემბერს უკვე თბილისში დაიწყება. ტულუზაში ბიჭებს ასევე სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებთ და ვნახავთ, თუ როგორ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან. ამ შეკრებაზე წავიყვანთ 38 მორაგბეს, ხოლო თბილისურ შეკრებაზე ამ რიცხვს 30-მდე დავიყვანთ.

ერთობლივი ვარჯიში ფიჯისთან

ფიჯისთან ერთობლივ ვარჯიშებს ალბათ უკვე სამი თუ ოთხიწ ელია რაც ვატარებთ, ძირითადად იმიტომ, რომ ამ დროს ისინიც ტულუზაში იმყოფებიან, რაც კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს. წელსაც ასე მოვიქცევით და ერთ დილას რამდენიმე საათით ჩვენი მორკინალები იმათ მორკინალებთან, ხოლო უკანა ხაზელები მათ ბეკებთან ერთად ივარჯიშებენ. მსგავსი ვარჯიში შარშან მსოფლიო თასის წინაც გვქონდა. გარდა ამისა, ეს კიდევ ერთ შესაძლებლობას გვაძლევს მეტად დავუახლოვდეთ ფიჯელებს, მეც მათ მენეჯმენტთან კარგი და ახლო ურთიერთობა მაქვს. ფიჯელებს უკვე კარგი მორკინალები ყავთ და რათქმაუნდა ბრწყინვალე უკანა ხაზელები, რაც კიდევ ერთხელ ჩვენი სისტემების მსოფლიოს მე-10 გუნდის წინააღმდეგ შემოწმების შესაძლებლობას გვაძლევს.

რაზმი…

რაზმი შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებულია, რომლის 90 პროცენტს სანაკრებო შეკრებები გაუვლია. მორკინალებს, რომ გადავხედოთ, ყველა ჩვენი ლიდერი და ყველაზე გამოცდილი მორაგბეები დაგვიბრუნდნენ. ნოემბრის სანაკრებო ფანჯარა ყოველთვის რთული და დატვირთულია. ამ მხრივ არც ივნისი იყო წელს გამონაკლისი, მაგრამ ნოემბერში ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ საუკეთესო რაზმის შეკრებას – გვეყოლება ისეთი სუპერ გამოცდილი მორკინალები საფრანგეთიდან, როგორებიც მამუკა გორგოძე, მიშა ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და დავით ქუბრიაშვილი არიან. ისინი რეგულარულად ხვდებიან თავინთი კლუბების სასტარტო შემადგენლობაში და ნამდვილად გაგვიმართლა, რომ მათი გამოძახება შეგვიძლია. ასევე რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეც გვეყოლება, რომლებსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებით და ნაკრებთან ერთად უვარჯიშიათ. რამდენიმე ბორჯღალოსანი ტრავმის მოშუშების შემდეგ დაგვიბრუნდნენ, მაგალითად ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში არ უთამაშია და ჩვენ დავაკვირდებით თუ როგორ პროგრესირებს.

მგეზავებს, ჰავბექებსა და შუამარბებს რაც შეეხებათ… თამაზ მჭედლიძე უდაოდ გამორჩეულ სეზონს ატარებს აჟენში, ვასო ლობჟანიძემ ჩელენჯ ქაფზე უკვე ორჯერ ითამაშა ბრივის სასტარტოში. განვმეორდები და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ვნახოთ თუ როგორ პროგრესირებენ ბიჭები. რათქმაუნდა გვყავს 23-25 გამოკვეთილი მორაგბე, მაგრამ ჩვენ დრო და დრო ახალი ბიჭებიც უნდა მოვიყვანოთ გუნდში, რადგან ახლა 2019 წლის მსოფლიოსთვის სამზადისი ოთხ წლიანი ციკლი ფაქტიურად მიმდინარეობს და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

სამედიცინო ჯოკერი

როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენი, როგორც ეროვნული ნაკრების როლს ასევე ბიჭებისთვის თავიანთ კლუბებში ადგილის გამტკიცება წარმოადგენს. როდესაც ვინმე სამედიცინო ჯოკერის სტატუსით იმყოფება, მას თავის გამოსაჩენად და დასამკვიდრებლად სულ რაღაც სამი თვე ეძლევათ და თუ ამ პერიოდში ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებ, თავის გამოსაჩენად და გრძელ ვადიანი კონტრაქტის მოსაპოვებლად საქმე ბევრად ურთულდებათ.

ანტონ ფეიქრიშვილსაც იმიტომ არ ვიძახებთ, რომ ალსთერში სამედიცინო ჯოკერის სტატუსით იმყოფება. ასევე მას ტრავმის შემდეგ გარკვეული სათამაშო დრო გაუცდა. მიმაჩნია, რომ თუ ასლთერში ვაცლით ყოფნას ეს მასაც და ჩვენ ნამდვილად წაგავდგება. შალვა მამუკაშვილს რაც შეეხება, აქაც იგივე მდგომარეობაა. მე ამის შესახებ საფრანგეთში ყოფნისას ვესაუბრე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მუდმივი კონტრაქტი მოიპოვოს მონპელიეში. შალვას ვუთხარი, რომ განსაკუთრებით პირველი ორი ტესტის დროს მე მოხარული ვიქნები თუ იგი კლუბში ითამაშებს.

დებიუტანტები

შეკრებაზე ხუთ უკეპო მორაგბეს ვუხმეთ. დავიწყებ ბადრი ალხაზიშვილითა და გიორგი ჭყოიძეთი – ორივე კვაჭია. რატომ ბადრი, იმიტომ რომ ტულონის პირველ გუნდში უკვე რამდენჯერმე ითამაშა. იგი ბევრს მუშაობს და დიდად მოტივირებულია. სიმართლე, რომ გითხრათ ბადრი ყოველთვის მიმაჩნდა მორაგბედ ვინც როდესმე აუცილებლად მოხვდებოდა ეროვნულ ნაკრებში. ბოლო სამი წლის განმავლობაში მას ყურადღებით ვაკვირდებოდით და ამ კამპანიისას ნამდვილად მიეცემა სათამაშო დრო – ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამ შანსს.

გიორგი ჭყოიძე ძალიან საინტერესო მორაგბეა, რომელმაც ფლანკერობიდან კვაჭად გადმოინაცვლა. იგი ნაკრების ადგილობრივ მორაგბეებთან ერთად ვარჯიშობს და მწვრთნელებზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს მისი სწრაფი ადაპტირების უნარი და მენტალური სიმტკიცე. იგი საკმაოდ გონებამახვილი და ჭკვიანია და მასთან მუშაობა ძალიან კარგია. ვარჯიშებზე საუცხოოდ და ბევრს შრომობს, ეს უდაოა, მაგრამ ჩვენ გვინდა ვნახოთ მზადაა ის თუ არა საერთაშორისო, სანაკრებო დონეზე ითამაშოს, ან თუნდაც ამ დონეზე ივარჯიშოს. ვინაიდან იგი ფლანკერია, რომელმაც ჰუკერად გადმოინაცვლა და ახლა სულ სხვა დონეზე უნდა შეისწავლოს სროლისა და შერკინების ტექნიკა. მას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ გვინდა ახლოდან დავაკვირდეთ „დიდი ბიჭების“ გარემოცვაში.

გიორგი კოშაძე (20წ)

გიორგი კოშაძე ჩვენთვის უცნობი არაა, ისევე როგორც სხვებს მასსაც ორიოდ წელი ვაკვირდებოდი. მიმაჩნია, რომ მანჩესტერში გამორჩეულად კარგად ითამაშა ახალგაზრდულ მსოფლიოზე. ბევრს შრომობს, ფიზიკურად დიდია, ძლიერი და სწრაფია. მსოფლიოზე ყველაში თუ არა, თითქმის ყველა მატჩში შეუდარებელი იყო. და რა გასაკვირია, რომ კოშაძეს თვალი დავადგით. იგი შუამარბია, მაგრამ ფრთაზე თამაშსაც შეძლებს რახან სწაფი და თანაც დიდია. მას ეძლევა შესაძლებლობა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე „დიდ ბიჭებთან“ ერთად ივარჯიშოს. ვნახოთ როგორ გაართმევს თავს. მან ეს შესაძლებლობა დიდი შრომის ფასად დაიმსახურა.

გიორგი მჭედლიშვილი და ანზორ სიჭინავა

ორივემ ოკეანეთის ტურნეში მიიღო მონაწილეობა და ვარჯიშებზე კარგადაც გაისარჯა. გიორგი მჭედლიშვილი ალბათ ცოტაოდენი წნეხის ქვეშ გრძნობს თავს და თავის შანსს ელის. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ორივე შინ საუცხოოდ მუშაობს. ფრანგული შეკრება მათ კიდევ ერთხელ მისცემთ შესაძლებლობას მწვრთნელებს ანახონ, რომ ფორმაში არიან და თუ შანსს მიიღებენ, მზად იქნებიან მის გამოსაყენებლად. სიჭინავა და მჭედლიშვილი შეკრებაზე თავს ნამდვილად კარგად იგრძნობენ და თავისუფლად იქნებიან, ვინაიდან ნაკრებთან ერთად გრძელ ტურნეში უკვე იყვნენ და მე მათგან ტულუზაში უფრო მეტს მოველინას წავაგებთ თუ მოვიგებთ.

სავსე ტრიბუნები…

სწორედ სავსე ტრიბუნებზეა დამოკიდებული ჩვენ თამაშს წავაგებთ თუ მოვიგებთ. ვიცით მხარდაჭერას რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიჭებისთვის. როდესაც თამაში რთულდება, როდესაც წნეხის ქვეშ ვართ, სწორედ მაშინ გვჭირდება ქომაგების ღრიალი და გვერდში დგომა და ეს ბიჭებს ძალას მატებს.

ეს უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან როცა ქომაგები ზურგს გვიმაგრებენ სწორედ მაშინ გვემატება ის დამატებითი ხუთი პროცენტი, რომელიც თამაშს გვაგებინებს…

ამ მხარდაჭერით მორაგბე დამატებით ხუთ მეტრს გაირბენს და იმ ბოჭვას შეასრულებს, რომელიც ლელოს აგვარიდებს…

ეს მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენი შერკინების ტოტალურ დომინირებას მოედანზე…

როდესაც ქომაგებით სავსე ტრიბუნები გვამხნევებენ ჩვენი დაცვა ათასმაგან უმჯობესდება და ბურთიც გვარიანად მოგვაქვს…

სწორედ ამიტომ ორივე მატჩზე ტრიბუნების გავსება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან – ამაზეა დამოკიდებული შინ ორ უმნიშვნელოვანეს რკენას წავაგებთ თუ მოვიგებთ. სტადიონზე ყველა გვჭირდება!

ბორჯღალოსნების რაზმი ტულუზის შეკრებაზე 31/10 – 02/11/2016

cats

2

Rugby.Ge



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა