პრევიუ: უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტური
29 და 30 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართება.
Fanbei.Com-ი გთავაზობთ საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის პრევიუს!
“გურია” – “ლოკომოტივი”
28 ოქტომბერს, 15:00 საათზე ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი “გურია” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება. გურულებმა წინა შეხვედრა “შუქურასთან” სტუმრად, ანგარიშით, 1-3 დათმეს. ამ გუნდს 8 ქულა აქვს და თეთრი ჯგუფის ბოლო ადგილზეა. შესაბამისად, ლანჩხუთური კლუბი ყველა ქულისთვის იბრძვის. რაც შეეხება “ლოკომოტივს”, “ჩიხურასთან” საკუთარ მოედანზე წაგებული მატჩის შემდეგ (1-4), თბილსლებმა ესპანელი მწვრთნელი, ჟერარდ სარაგოსა მულეტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ადგილზე გიორგი დევდარიანი მოვიდა. “ლოკომოტივი” 11 ქულით მესამე ადგილზეა. ვნახოთ, რას იზამს ეს გუნდი ახალი მწვრთნელის ხელში.
“ჩიხურა” – “ტორპედო”
კიდევ ერთი შეხვერდა, რომელიც იმავე ჯგუფში და დროზე გაიმართება, საჩხერის “ჩიხურასა” და ქუთაისის “ტორპედოს” დაპირისპირებაა. ეს მატჩი გორის “დილას” სტადიონზე შედგება, რადგან “ივანწმინდა არენას” საფარის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჩხერლებმა წინა ტურში “ლოკომოტივს” მოუგეს და თეთრი ჯგუფის უპირობო ლიდერები არიან. რაც შეეხება “ტორპედოს”, ამ გუნდმა წინა ტურში შეისვენა. იგი 9 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.
“საბურთალო” – “კოლხეთი”
წითელ ჯგუფში, მიეხილ მესხი 2-ზე “საბურთალო” ფოთის “კოლხეთს მიიღებს. მატჩი 17:00 საათზე აიღებს სტარტს. თბილსებმა წინა ტურში “სამტრედიასთან” სტუმრად წააგეს (0:3) და 9 ქულით მეხუთე ადგილზე არიან. სხვა სიტუაციაშია მეგრული კლუბი, რომელიც 18 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ფოთელებმა წინა ტურში მინიმალური ანგარიშით “სიონი” დაამარცხეს. ეს გუნდი ლიდერ “სამტრედიას” მოხლოდ 3 ქულით ჩამორჩება და პირველი ადგილის დაკავების რეალური შანსი აქვს.
“ცხინვალი” – “შუქურა”
გადავიდეთ კვირას გასამართ მატჩებზე. მიხეილ მესხი 2-ზე “ცხინვალი” 15:00 საათზე ქობულეთის “შუქურას” მიიღებს. მასპინძელმა გუნდმა წინა ტურში თბილისის “დინამოსთან” სტუმრად ითამაშეს და უგოლო ფრე გააგორეს. “ცხინვალი” 8 ქულით მეექვსეზეა. “შუქურამ” წინა ტურში “გურიას” მოუგო (3-1) და 10 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.
“სიონი” – “დილა”
ბოლნისში, 15:00 საათზე თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე “სიონი” გორის “დილას” მიიღებს. მეათე ტურში “სიონმა” “კოლხეთთან” წააგო. მას 5 ქულა აქვს და წითელი ჯგუფის უკანასკნელ ადგილზეა. გორულმა გუნდმა კი წინა ტურში 0:0 ითამაშა. ამ კლუბს 10 ქულა აქვს ცხრილის მეოთხე საფეხურზეა.
“დინამო” (ბთ) – “ზუგდიდი”
“ჩელე არენაზე”, 15:00 საათზე ბათუმის “დინამო” “ზუგდიდს” მიიღებს. ბათუმლებმა, როგორც ვთქვით, ფრე ითამაშეს “დილასთან. ამ გუნდს 14 ქულა აქვს და მესამეზეა. რაც შეეხბეა “ზუგდიდს”, მეგრელებმა შეისვენეს.