მაურისიო პოჩეტინომ და კლაუდიო რანიერიმ ქულები გაიყვეს (ვიდეო)
ინგლისის პრემიერ ლიგის მეათე ტურის ცენტრალურ მატჩს ლონდონმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა “ტოტენჰემმა” ინგლისის მოქმედი ჩემპიონი მიიღო. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.
შედეგად ორივე გუნდმა 1-1 ქულა დაიმატა. ამჟამად “ტოტენჰემი” 20 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს, “ლესტერ სიტი” კი 12 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.
“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; დენი როუზი, ვერტონგენი, დაიერი, უოლკერი; დემბელე, ვანიამა; სონი, დელე ალი, ერიქსენი; იანსენი.
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო.
“ლესტერ სიტი”: შმეიხელი; სიმფსონი, მორგანი, ჰუტი, ფუქსი; მაჰრეზი, დრინქვოთერი, კინგი, მუსა (შლუპი 68′); ოკაზაკი (ულოა 78′), ჯეიმი ვარდი.
მთავარი მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.