WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (312827) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (4,5,6,7,8,9,10,12,13) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

გიგზი: “ჯერარდის წასვლა “ლივერპულს” წაადგა”

თარიღი: ოქტომბერი 30, 2016

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ნახევარმცველი რაიან გიგზი თვლის, რომ “ლივერპულიდან” სტივენ ჯერარდის წასვლამ მერსისაიდულ გუნდზე დადებითად იმოქმედა.

“ჯერარდის წასვლის შემდეგ “ლივერპული” იძულებული გახდა, სათამაშო სტილი შეეცვალა. მანამდე სტილი ერთი შემსრულებლის გარშემო იყო აგებული.

აშკარაა, რომ ჯერარდი “ლივერპულში” ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, დამოუკიდებლად იმისა, თუ ვინ წვრთნიდა ფეხბურთელებს. ახლა იგი გუნდში აღარ არის და მთავარ ფიგურად იურგენ კლოპი გვევლინება.

კლუბისთვის ჯერარდის მნიშვნელობას არ ვაკნინებ, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ “ლივერპულის” სათამაშო დინამიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა”, – გიგზის სიტყვებს “დეილი მეილი” ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდმა “ლივერპული” გასულ წელს დატოვა. პარალელურად გუნდს სათავეში იურგენ კლოპი ჩაუდგა, რომლის თავკაცობითაც “წითლებმა” შარშან ინგლისის ლიგის თასისა და ევროპის ლიგის ფინალში გააღწიეს. “ლივერპული” პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში “მანჩესტერ სიტისთან” და ლონდონის “არსენალთან” I-II-III პოზიციებს იყოფს.



მსგავსი სიახლეები