გარეთ ბეილი: “ოქროს ბურთის მოგება ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა”
მადრიდის “რეალის” უელსელმა სუპერვარსკვლავმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც მას სულაც არ აინტერესებს პერსონალური ტიტულები, მათ შორის ოქროს ბურთიც.
“ოქროს ბურთის მოგება ჩემი პერსონალური მიზანი არასდროს ყოფილა, ამაზე არასდროს მიოცნებია. ჩემი ოცნებები ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ჩემპიონატების მოგებაზეა.
ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ტიტულების მოგებას თუ შევძლებ, ინდივიდუალურ პრიზებზე მერე ვიფიქრებ, მაგრამ ამ მომენტში ამაზე ნამდვილად არ ვდარდობ. ჩემთვის პირველი გუნდური ტიტულებია.
თუ ეს მოხდება, დაე მოხდეს. თუ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში სამაგალითოდ ითამაშებ, მაშინ ოქროს ბურთი თავისთვის მოვა. ამაზე არ ვფიქრობ, თუმცა თუ ეს მოხდება ნამდვილად ფანტასტიკური იქნება.”