ფეხბურთელები, რომლებმაც “ოქროს ბურთის” წინააღმდეგ განცადებები გააკეთეს
ყოველწლიურად ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს და მას “ოქროს ბურთს” გადასცემს. წლებია, ამ ჯილდოს რომელიმე შემტევი ფეხბურთელი იღებს. “ოქროს ბურთთან” დაკავშირებით უარყოფითი განცხადება არაერთ მწვრთნელსა და თუ ფეხბურთელს გაუკეთებია – გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
არტურო ვიდალი
“ამ ჯილდოს ის ფეხბურთელები იღებენ, რომლებიც მარკეტინგული კუთხით ძლიერები არიან. გასაოცარი წელი მქონდა, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე, თუმცა საუკეთესოთა შორის ვერ მოვხვდი.”
არსენ ვენგერი
“ოქროს ბურთის” მოწინააღმდეგე ვარ. მე მინახავს ფეხბურთელები, რომლებსაც კარიერა ინდივიდუალური ჯილდოების გამო დაენგრათ. ეს თანამედროვე ფეხბურთის პრობლემაა.”
ფილიპ ლამი
“როგორ შეარჩევენ მომავალში ოქროს ბურთის მფლობელს? ალბათ ”ფეისბუქით”. ეს ყველაზე თანამედროვე გზა იქნება. შედეგს კი ისევ მსგავსს მივიღებთ. სამი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ”ფეისბუქზე” რონალდო, მესი და ნეიმარი არიან. უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ ისინი ფანტასტიური ფეხბურთელები არიან და სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვედრა დაიმსახურეს, მაგრამ ხშირად მიჩნდება კითხვა, როგორ ავლენენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს? როდესაც საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზეა, თავდაპირველად, მისი მოგებული ტიტულები უნდა გავითვალისწინოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ნაკრებში მიღწეულ წარმატებასაც უნდა მიენიჭოს და შანსი ამ ფეხბურთელებსაც გაუჩნდეთ.”
დიეგო მარადონა
“დავიღალე იმის თქმით, რომ ეს პოლიტიკაა.”
ფრანკ რიბერი
“ოქროს ბურთი” კარგა ხანია საუკეთესო ფეხბურთელს არ გადაეცემა, ეს ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება. კანავარომ ის იმიტომ მიიღო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მე ვნახე, რომ ბლატერი რონალდუსა და მის ოჯახის წევრებს ეხუტებოდა, ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი.”
ანდრეა პირლო
“ბევრი ამბობს, რომ მე მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი ვარ და ოქროს ბურთსაც ვიმსახურებ. თუმცა, ჩემი აზრით, თუ ჩავისა და ინიესტას ეს ჯილდო ჯერ არ მიუღიათ, მაშინ ნომინანტებს შორისაც არ უნდა ვიყო.”