Sport: იანვარში “ბარსელონას” ესპანელი მცველი დატოვებს
კატალონიური “ბარსელონასა” და ალეიშ ვიდალის წარმომადგენლების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად, ალეიშ ვიდალი კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ვიდალი “კამპ ნოუზე” 2015 წელს გადასახლდა. 27 წლის მცველმა მხოლოდ 7-ჯერ მოირგო “ბარსას” მაისური მას შემდეგ, რაც ესპანელებმა ის 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” მზადაა ესპანელი მცველი 13 მილიონი ევროს სანაცვლოდაც გაუშვას. “ბლაუგრანა” მისი არენდის წესით გაშვების საკითხსაც განიხილავს.
წყაროს ცნობით, ალეიშ ვიდალის გადაბირება რამდენიმე იტალიურ კლუბს სურს.