ქართველები ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში (მიმოხილვა)
3 ოქტომბერს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. კონტინენტის რიგით მეორე პრესტიჟულ ტურნირზე ქართველებიც გამოვიდნენ.
“მაკაბი” – “ალკმაარი”
დავიწყოთ ქართველი მწვრთნელის, შოთა არველაძის გუნდის მატჩით. მეოთხე ტურში ისრაელის კლუბი, “მაკაბი” საკუთარ მოედანზე “ალკმაარს” დაუპირისპირდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, ნულოვანი ფრით დასრულდა.
4 ტურის შემდეგ არველაძის გუნდს 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.
“რაპიდი” – “სასუოლო”
კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ევროპის ლიგაზე გაიმართა იტალიური “სასუოლოსა” და ვენის “რაპიდის” დაპირისპირებაა. ამ უკანასკნელში ქართველი შემტევი, გიორგი ქვილითაია გამოდის; იგი 61-ე წუთზე შევიდა მოედნაზე. ანგარიში 34-ე წუთზე დეფრელმა გახსნა და “სასუოლო” წინ გაიყავანა. 11 წუთში პელეგრინიმ ორამდე გაზარდა სხვაობა.
მეორე ნახევარში ერთი ბურთი იელიჩმა 86-ე წუთზე გაქვითა. ჩვენთვის სასიხარულო ფაქტი დაფიქსირდა: 90-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ ანგარიში გაათანაბრა და საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა!
ქვილითაიას გუნდი 4 ტურის შემდეგ 5 ქულით მესამე ადგილზეა.
“ზორია” – “ფეინოორდი”
ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ზორია” “ფეინოორდს” დაუპირისპირდა. მასპინძელ გუნდში ქართველი მოთამაშე, ჯაბა ლიპარტია გამოდის, რომელმაც ამ შეხვერდას სათადარიგოდან ადევნა თვალი.
საბოლოოდ, მატჩი ფრედ – 1-1 დასრულდა.
“ზორია” 2 ქულით მეოთხე ადგილზეა.
“გაბალა” – “სენტ-ეტიენი”
აზერბაიჯანულმა “გაბალამ” “სენტ-ეტიენს” უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.
მასპინძელთა ქართველ ლეგიონერს, ნიკოლოზ კვეკვესკირს ბოლო 6 წუთი ერგო სათამაშოდ.
“გაბალა” 0 ქულით მე-4 პოზიციაზეა.