უმაღლესი ლიგის XII ტური: პრევიუ
დღეს და ხვალ უმაღლესი ლიგის XII ტურის შეხვედრები გაიმართება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩების პრევიუს.
“დილა” – “საბურთალო”
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე გორის “დილა” თბილისურ “საბურთალოს” მიიღებს. მასპინძელთათვის წინა ტური წარუმატებელი გამოდგა. გორელები ბოლნისში “სიონთან”, ანგარიშით, 0-2 დამარცხდნენ. რის შემდეგაც, “დილა” 10 ქულით მე-5 ადგილზეა. “საბურთალომ” კი ფოთის “კოლხეთი” გაანადგურა (6:1), “დილას” 2 ქულით გაუსწრო და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ორივე გუნდს სამეულში მოხვედრის თეორიული შანსები აქვს. შესაბამისად, ამ თამაშშიც უშეღავათო ბრძოლა უნდა ვიხილოთ.
“კოლხეთი” – “სამტრედია”
წითელი ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი იმავე დღესა და საათზე პირველ და მეორე ადგილზე მყოფ “სამტრედიასა” და “კოლხეთს” შორის გაიმართება. ამ უკანასნელმა წარმატებული სერია, როგორც ვთქვით, მე-11 ტურში “საბურთალოსთან” გამანადგურებელი ანგარიშით წაგებით დაასრულა. რაც შეეხება “სამტრედიას”, იმერლებმა წინა ტურში დაისვენეს, თუმცა პირველი ადგილის წარმთმევა, ჯერჯერობით, მათთვის ვერავინ შეძლო. საინტერესოა, რა შედეგი დაფიქსირდება წითელი ჯგუფის ლიდერების შეხვედრაში.
“ლოკომოტივი” – “ცხინვალი”
გადავიდეთ კვირის შეხვედრებზე. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე თეთრი ჯგუფის მატჩი აიღებს სტარტს: ადგილობრივი “ლოკომოტივი” “ცხინვალს” დაუპირისპირდება. მასპინძლები წინა ტურში გასვლაზე “გურიასთან”, ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ. მათ 11 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე არიან. “ცხინვალი” კი საშინელ დღეშია. ბოლოს ამ გუნდმა პირველ ოქტომბერს მოიგო მატჩი უმაღლეს ლიგაში. იმის შემდეგ ორი ფრე ითამაშა და ახლა 9 ქულით მე-7 ადგილზეა. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა “ლოკომოტივი” წინ სვლას და შეძლებს თუ არა “ცხინვალი” გასავარდნი ზონიდან ამოსვლას.
“შუქურა” – “დინამო” (თბ)
თეთრ ჯგუფში 14:00 საათზე “ჩელე არენაზე” ქობულეთის “შუქურა” საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, თბილისის “დინამოს” მიიღებს. ამ უკანასკნელმა წინა ტურში ჯგუფში ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგად. შესაბამისად, დედაქალაქელები მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და სწორედ ამ სიტუაციის შენარჩუნებას ეცდებიან. რაც შეეხება “შუქურას”, ქობულეთის გუნდმა უგოლო ფრე ითამაშა “ცხინვალთან”. აჭარლები 11 ქულით მე-4 ადგილზე არიან და სამეულში შესვლის რეალური შანსი აქვთ.
“ზუგდიდი” – “სიონი”
სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე წითელი ჯგუფის მატჩში “ზუგდიდი” “სიონს” მიიღებს. მეგრელები წინა ტურში ბათუმის “დინამოსთან” განადგურდნენ (5:0). ეს გუნდი ყველაზე სუსტად გამოიყურება ამ ჯგუფში და 6 ქულით მე-7 ადგილსაც იკავებს. “სიონი” კი ერთი საფეხურით მაღლაა და “დილას” წარუმატებლობის შემთხვევაში შეუძლია, მე-5 ადგილზეც გადაინაცვლოს.
“ტორპედო” – “გურია”
ერთადერთი მატჩი, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, თეთრი ჯგუფის შეხვედრაა: “ტორპედო” “გურიას” წინააღდმეგ. მასპინძლებმა ოთხშაბათს ყიფიანის თასზე თბილისის “დინამოს” სძლიეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. ისინი კარგ ხასიათზე არიან და შეეცდებიან, არც ისე ძლიერ მეტოქესთან წარმატებას მიაღწიონ და ცხრილში სიტუაცია გაიუმჯობესონ. რაც შეეხება “გურიას”, ეს გუნდი 11 ქულით მეხუთე ადგილზეა და სამეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები იმერეთში.