“კრილიამ” და “ურალმა” ქულები გაიყვეს – ლორიამ შეუცვლელად, ჭანტურიამ კი 89 წუთი ითამაშა
დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში “კრილია” საკუთარ მოედანზე “ურალს” დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ პირველ მათგანში გიორგი ლორია, ხოლო სტუმარ გუნდში გიორგი ჭანტურია გამოდის. ქართველმა ლეგიონერებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს დაპირისპირება.
მატჩში ანგარიში “ურალის” ფეხბურთელმა, კორობოვმა 22-ე წუთზე გახსნა. “კრილიადან” დუბლი კორნილენკომ 45-ე და 65-ე წუთებზე შეასრულა.
ქართველებისთვის გამოსარჩევი მოვლენა 73-ე წუთზე მოხდა, როცა გიორგი ჭანტურიამ თანამემამულესა და სეხნიას – ლორიას გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოოდ, მატჩი, ანგრიშით, 2:2 დასრულდა.
“კრილია” 8 ქულით ბოლო – მე-16 ადგილზეა. ხოლო, “ურალი” 10 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.