პეპ გვარდიოლა: “ყველაფერი გავაკეთეთ, რაც თამაშის მოგებისთვის იყო საჭირო”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “მიდლსბროსთან” ფრედ ნათამაშებ მატჩზე ისაუბრა (1-1), რის შედეგადაც მისმა გუნდმა ინგლისის პრემიერ ლიგაში ლიდერობა დაკარგა.
“ყველაფერი გავაკეთეთ, რაც თამაშის მოსაგებად იყო საჭირო. თამაშის სადავეები მუდმივად ჩვენს ხელში იყო, მაგრამ ბოლო წუთზე მაინც გავუშვით გოლი. სამარცხვინოა. ძალიან ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, თუმცა მაინც ვერ გავიმარჯვეთ.
არ ვთვლი, რომ ეს “ბარსელონასთან” მატჩით იყო გამოწვეული – თავიდან საკმაოდ კარგად დავწყეთ და ბოლომდე ვინარჩუნებდით ხარისხს. ექვსი თუ შვიდი შანსი შევქმენით, თუმცა მეორე გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ, რისთვისაც დავისაჯეთ კიდეც.
თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ ჩემპიონატი საკმაოდ გრძელია. ლიდერობა დავკარგეთ, რადგანაც ბოლო სამი მატჩიდან მხოლოდ 3 ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. წინსვლა უნდა განვაგრძოთ.”